20 თებერვალი 2025,   22:54
ვრცლად
თურქეთში არალეგალური ალკოჰოლის მიღების შედეგად 124 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში, არალეგალური ალკოჰოლის მიღების შედეგად, სულ მცირე 124 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მოქალაქეები მეთილის სპირტისგან დამზადებული სასმელით მოიწამლნენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სტამბოლში 70 ადამიანი გარდაიცვალა, 54 კი ანკარაში.

მედიის ცნობით, კიდევ 40 მოქალაქე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს.

ოფიციალური მონაცემებით, 1993-2001 წლებში, თურქეთში მეთილის სპირტით მოწამვლის შედეგად, 271 გარდაცვალება დაფიქსირდა. 2002-2010 წლებში დაფიქსირდა 383 გარდაცვალება.

ადგილობრივი მედიის განმარტებით, მეთილის სპირტის შემცველი არალეგალური ალკოჰოლით გარდაცვალების შემთხვევები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაშიც დიდი რაოდენობით ფიქსირდება.

არალეგალური ალკოჰოლით ინტოქსიკაციის საქმეზე, თურქეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები