21 თებერვალი 2025,   21:47
ვრცლად
ბანერი საპროტესტო მოწოდებებით და შეურაცხმყოფელი ფრაზებით - ამერიკიდან ლორა თორნტონის მოწოდებას, პეტერ ფიშერმა და შერაზ გასრიმ მხარი საქართველოდან აუბეს

ლევან მაჭავარიანისთვის დიპლომატების მხრიდან რადიკალიზმის წახალისების მორიგი მაგალითი გორში გამართული შეხვედრა გახდა.

საფრანგეთის და გერმანიის ელჩები "ხელოვნების სახლისთვის" სოლიდარობის გამოხატვის ღონისძიებას ესწრებოდნენ, სადაც წარმოდგენილი იყო ბანერი საპროტესტო მოწოდებებით და შეურაცხმყოფელი ფრაზებით.

გერმანიის საელჩომ შეხვედრის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. იზიარებენ თუ არა დიპლომატიური წარმომადგენლობები ღონისძიების მთავარი ბანერის შინაარსს - "კურიერმა" ამ კითხვით ორივე ქვეყნის საელჩოს წერილობით მიმართა, თუმცა ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიგვიღია.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ღონისძიებებზე გამოკრული ბანერების შინაარსსა და მოწოდებებზე პასუხისმგებლობა ორგანიზატორებს ეკისრებათ და არა ელჩებს.

ის, რაც მმართველი გუნდისთვის რადიკალიზმის წახალისებაა, ოპოზიციისთვის უმნიშვნელოა. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ "ქართული ოცნება" ამ ფორით დიპლომატიურ კორპუსს უპირისპირდება.

საპარლამენტო უმრავლესობაში ელჩების მხრიდან დიპლომატიური სტანდარტების და ეთიკის ნორმების დარღვევაზე საუბრობენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დიპლომატების გარკვეული ნაწილი ქვეყანაში რადიკალიზმს ახალისებს და არეულობის მოწყობას ცდილობს.

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ფრანგ კოლეგასთან, შერაზ გასრისთან ერთად გორში, გასულ კვირას იმყოფებოდა.

ავტორი: ნანა გოგატაძე.

დღის ამბები