24 დეკემბერი 2024,   07:23
ვრცლად
  თანამგზავრის პარამეტრები
ჩვენი გადაცემების მიღება შეგიძლიათ ევროპის მთელ ტერიტორიაზე, რუსეთის ევროპულ ნაწილსა და ახლო აღმოსავლეთში. მიმღები თეფშის დიამეტრია 60-დან 150 სმ-მდე, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით.
რუსთავი2, კომედი და მარაო ერთად ახალ სატელიტზე:
AzerSpace 1 at 46.0°E
Frequency: 11095
Polarisation: Horizontal
Symbol Rate: 30000
System: MPEG-4, DVB-S2 8PSK, 5/6
ტრანსლაცია Türksat 3A at 42.0°E და Eutelsat 36B at 35.9°E სატელიტებით შეწყვეტილია.


სიგნალის მიღებისას ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ელ. ფოსტა: [email protected]
ტელ.: + 995 32 220 00 17

  ტექნიკური მომსახურება

ნებისმიერ პრობლემაზე ან საკითხზე, რომელიც „რუსთავი 2“-ის მაუწყებლობის ტექნიკურ მხარეს უკავშირდება, მიმართეთ ჩვენი კომპანიის ტექნიკურ სამსახურს:

ტელ: +995 32 220 00 17
ელ. ფოსტა: [email protected]

“რუსთავი 2” კვალიფიციურ დახმარებას უწევს სხვადასხვა სამაუწყებლო კომპანიისა და საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში გააშუქონ საქართველოში მომხდარი საერთაშორისო მნიშვნელობის მოვლენები და ოპერატიულად გადასცენ გადაღებული ვიდეომასალა.

“რუსთავი 2-ს” მჭიდრო ურთიერთობა აქვს European Broadcasting Union (ევროპულ მაუწყებელთა კავშირთან). 2004 წელს იგი გახდა EBU-ს ასოცირებული წევრი. ზემოთ ხსენებული კომპანია მსოფლიოში არსებული ნაციონალური მაუწყებლების უმსხვილეს კომპეტენტურ ასოციაციას წარმოადგენს.

  თანამგზავრზე გადაცემა
პირდაპირი ჩართვები (სტუდიიდან და მოვლენების ეპიცენტრიდან);
მასალის “გადაგზავნა”(სტუდიიდან ან მოძრავი სატელევიზიო სადგურით) შემდეგი ფორმატებით: DV, DVCAM, DVCPRO, BETACAM SP;
მოძრავი სატელევიზიო სადგურის გაქირავება საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ (აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, რუსეთში და ა.შ...);
პირდაპირი ჩართვის ორგანიზება და შესაბამისი მოწყობილობების უზრუნველყოფა: კამერა, ოპერატორი, განათება და ა.შ.
ვიდეომასალის მონტაჟი DVCAM-ის ფორმატში, კომპიუტერული მონტაჟი.
  ვიდეო მასალა
უახლესი ამბების ვიდეომასალის მიწოდება;
მაღალი ხარისხის რეპორტაჟების მომზადება საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესსა და მნიშვნელოვან მოვლენებზე;
  არქივი
ნებისმიერი სახის ვიდეომასალა (დოკუმენტური ფილმებიდან, ტოქ-შოუებიდან, აგრეთვე ექსკლუზიური რეპორტაჟები და ინტერვიუები ნებისმიერი საინფორმაციო გამოშვებიდან)