21 თებერვალი 2025,   18:45
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ზელენსკის დიქტატორი უწოდა

"დიქტატორი არჩევნების გარეშე" - ასე მოიხსენიებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მორიგ პოსტში.

"წარმოიდგინეთ, ზომიერად წარმატებულმა კომიკოსმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დაარწმუნა შეერთებული შტატები, დახარჯოს 350 მილიარდი დოლარი ომში, რომელიც ვერ მოიგებდა, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ომში, რომელსაც ის, აშშ-ისა და "ტრამპის" გარეშე, ვერასდროს მოაგვარებს. შეერთებულმა შტატებმა დახარჯა 200 მილიარდი დოლარით მეტი, ვიდრე ევროპამ, და ევროპის ფული გარანტირებულია, მაშინ როცა შეერთებული შტატები ვერაფერს დაიბრუნებს. რატომ არ მოითხოვა მძინარა ჯო ბაიდენმა თანაბრობა, რადგან ეს ომი ევროპისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის — ჩვენ შორის უზარმაზარი და მშვენიერი ოკეანეა.

გარდა ამისა, ზელენსკი აღიარებს, რომ იმ თანხის ნახევარი, რომელიც ჩვენ გავუგზავნეთ, "გაქრა". ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს უკრაინაში, და ერთადერთი, რაც კარგად გამოსდიოდა, ბაიდენის, "როგორც ვიოლინოს დაკვრაა".

დიქტატორი არჩევნების გარეშე - ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება. ამასობაში, ჩვენ წარმატებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ომის დასრულებაზე რუსეთთან, რასაც ყველა აღიარებს, რომ მხოლოდ "ტრამპი" და ტრამპის ადმინისტრაცია გააკეთებს. ბაიდენმა არასდროს სცადა, ევროპამ ვერ მოახერხა მშვიდობის მიღწევა, და, ალბათ, ზელენსკის "ფულის ნაკადის" გაგრძელება სურს.

მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინელი საქმე გააკეთა, მისი ქვეყანა გაპარტახებულია და მილიონები უსარგებლოდ დაიღუპნენ – და ეს კვლავ გრძელდება…", - წერს ტრამპი.

იქამდე, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტრამპი "რუსეთის მიერ შექმნილ დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს".

 

დღის ამბები