21 თებერვალი 2025,   18:54
ვრცლად
40 მილიონი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის - რა შეიცვლება კილომეტრ-ნახევრიან მონაკვეთზე, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია თავმოყრილი

რუსთაველის გამზირზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება და რამდენიმე თვეში დასრულდება. "კურიერის" რესპონდენტები ამბობენ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ, დედაქალაქის მთავარი გამზირი უფრო მიმზიდველი, გადაადგილება კი, მეტად უსაფრთხო და კომფორტული იქნება.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. სამუშაოების პირველ ეტაპზე, სრულად შეიცლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა ტროტუარები და გარე განათების ქსელები. დამონტაჟდება ნარჩენების მიწისქვეშა
ურნები. გზის სავალ ნაწილზე განახლდება ასფალტის საფარი. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება მიწისქვეშა გადასასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები. სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, დროებით შეიცვლება სატრანსპორტო მოძრაობის სქემაც.

სამუშაოების კიდევ ერთი ეტაპი დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციაა. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოწესრიგება. მათ შორისაა, როგორც დაზიანებული ფასადების, ასევე სახურავების სრული განახლება.

რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის მერიამ 40 მილიონ ლარამდე თანხა გამოყო.

დღის ამბები