21 თებერვალი 2025,   21:44
ვრცლად
"დიქტატორი არჩევნების გარეშე" და "არც თუ ისე წარმატებული კომიკოსი"- სოციალურ ქსელში ამ შეფასების შემდეგ, დონალდ ტრამპი ზელენსკის ამჯერად მაიამის ეკონომიკური ფორუმიდან მიმართავს

"დიქტატორი არჩევნების გარეშე" და "არც თუ ისე წარმატებული კომიკოსი" - სოციალურ ქსელში ამ შეფასების შემდეგ, დონალდ ტრამპი ზელენსკის ამჯერად მაიამის ეკონომიკური ფორუმიდან მიმართავს. ამერიკის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ეუბნება, რომ ომი უკრაინამ დაიწყო და ამერიკის ბიუჯეტსაც 350 მილიარდი დააკარგვინა. ტრამპი ზელენსკის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს და ახალი არჩევნების ჩატარებას, ფულის დაბრუნებას ითხოვს.

წინა დღეებისგან განსხვავებით, ზელენსკიმ ტრამპს დღეს პირდაპირ არ უპასუხა. უკრაინის პრეზიდენტს აღარც ის შეკითხვა დაუსვამს, თუ რატომ არ იყო ერ-რიადში გამართული შეხვედრის მაგიდასთან კიევის ადგილი. ზელენსკიმ მხოლოდ ის თქვა, რომ უკრაინას ომის დასრულება პირველივე წუთებიდან სურდა და ახლაც, ამ პროცესში პარტნიორების იმედი აქვს

ამერიკის პრეზიდენტის გარდა, ზელენსკის შტატების ვიცე-პრეზიდენტიც აფრთხილებს. ჯეი დი ვენსი უკრაინის პრეზიდენტს ტრამპის საჯარო კრიტიკას არ ურჩევს. ვიცე-პრეზიდენტი ეჭვობს, რომ ზელენსკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის საკითხში არასწორი რჩევები მისცეს. თეთრი სახლის მსგავსად ზელენსკის რიტორიკა არც მოსკოვში მოსწონთ. კრემლის პოზიციას პესკოვი ახმოვანებს.

ტრამპის პოლიტიკას არ იზიარებენ ევროპელი ლიდერები. საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით პარიზში მორიგი შეხვედრა, კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. მაკრონმა მხოლოდ ის თქვა, რომ ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას საფრანგეთი იღებს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე.

დღის ამბები