
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ანდრო ასლანიშვილსა და მის მოადგილე ნანა ზამთარაძეს შეხვდა.
შეხვედრის დროს ხაზი გაესვა წიაღის სექტორში კანონმდებლობის დახვეწის აუცილებლობას, რომელიც წიაღის მოპოვებისას უზრუნველყოფს რესურსის მდგრად, ეფექტიან ათვისებასა და წიაღის მოპოვებისთვის მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვას.
"მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვისთვის აუცილებელია წიაღის სექტორში კანონმდებლობის დახვეწა", - აცხადებს მაია ბითაძე.