21 თებერვალი 2025,   18:57
ვრცლად
"თუ დეფიციტს არ გავაკონტროლებთ, აშშ გაკოტრდება" - ილონ მასკმა და დონალდ ტრამპმა "ფოქს ნიუსს" ერთობლივი ინტერვიუ მისცეს

ილონ მასკმა და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ფოქს ნიუსს" ერთობლივი ინტერვიუ მისცეს.

თითქმის ერთსაათიანი ინტერვიუ, ძირითადად, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობას მიეძღვნა.

როგორც მასკმა თქვა, მისი მიზანი "ბიუროკრატიის შესუსტება და დემოკრატიის აღდგენაა". ტელეწამყვანმა შონ ჰანიტმა მასკსა და ტრამპს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტებისა და დანახარჯების შესახებ ჰკითხა.

"ფოქს ნიუსის" წამყვანმა გამოყო ის მონაცემები, რომლის მიხედვით "იუესეიდმა" ერაყში "სეზამის ქუჩის" შოუსთვის 20 მილიონი დოლარი, ტუნისში და ეგვიპტეში ტურიზმის წახალისებისთვის 56 მილიონი, იორდანიაში კი, სკოლების მშენებლობისთვის, 40 მილიონი დახარჯა.

"ვფიქრობ, რომ საშუალო სტატისტიკური ამერიკელი, გადასახადების გადამხდელი აღშფოთებული უნდა იყოს იმიტომ, რომ მის ფულს ხარჯავენ. ჩვენ ფულს თალიბანს ვაძლევთ. მაინტერესებს ფოტოების ნახვა, თუ რა გააკეთეს ამ ფულით. ჩვენი საერთო მიზანია ტრილიონი დოლარი დეფიციტით შევავსოთ. თუ დეფიციტს არ გავაკონტროლებთ, ამერიკა გაკოტრდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა გაიზარდოს - ქვეყანა, როგორც ცალკეული პიროვნება, თუ ფულს გახარჯავს, შეიძლება გაკოტრდეს. უდიდესი დანახარჯები და ხარჯვის ბოროტად გამოყენება, რომელიც ამ დრომდე გრძელდება, წელიწადში ორი ტრილიონი დოლარის დეფიციტს იწვევს", - განაცხადა ილონ მასკმა.

დონალდ ტრამპი კვლავ თაღლითობაზე საუბრობს.

"ეს ხალხი ქვეყანას მართავდა, ისინი ფულს ისე ხარჯავდნენ, როგორც არასდროს არავის დაუხარჯავს. მათ 9 ტრილიონი დოლარი მისცეს იმისთვის, რომ ეს ფული ფანჯრიდან გადააგდონ, მათ ეს თაღლითობაზე დახარჯეს, რომელსაც მე "მწვანე ნიუსს" ვუწოდებ. ეს ქვეყნის ისტორიაში უდიდეს აფიორაა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები