21 თებერვალი 2025,   18:58
ვრცლად
აშშ-ში, ინ ვიტრო განაყოფიერების ბიოლოგიური მასალის არევის გამო, ქალმა სხვა წყვილის შვილი გააჩინა

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში, სამედიცინო პერსონალს ინ ვიტრო განაყოფიერების ბიოლოგიური მასალა აერია. შედეგად, ერთ-ერთი პაციენტის, კრისტენა მიურეის საშვილოსნოში სხვა წყვილის ემბრიონი გადაიტანეს, - ამის შესახებ BBC წერს.

შეცდომა ორსულობისთანავე გაირკვა, თუმცა ქალმა ბავშვი შეინარჩუნა და გაჩენიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ზრდიდა კიდეც, ვიდრე ბიოლოგიურ მშობლებს მეურვეობა არ მიენიჭათ.

თეთრკანიანი ქალის საშვილოსნოში განაყოფიერებული კვერცხუჯრედი 2023 წლის მაისში გადაიტანეს. ქალმა, ამავე წლის დეკემბერში, ფერადკანიანი ბავშვი გააჩინა.

შეცდომის გამო, კრისტენა მიურეიმ კლინიკის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა. მისი თქმით, დიდია ფსიქოლოგიური სტრესი, რომელიც, ბავშვის შეყვარების შემდეგ, მასთან განშორებამ მოუტანა. 

 

დღის ამბები