21 თებერვალი 2025,   21:51
ვრცლად
ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები, ამერიკის პრეზიდენტს ზელენსკის კრიტიკის გამო უპირისპირდებიან - "ქართულმა ოცნებამ" ოპონენტების პოზიციას ანტიამერიკული ისტერია უწოდა

ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები, ამერიკის პრეზიდენტს ზელენსკის კრიტიკის გამო უპირისპირდებიან. "დიქტატორი და კომიკოსი" - უკრაინის პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ ტრამპის ამ შეფასებას, სოციალურ ქსელში არაერთი შეურაცხმყოფელი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა, ტრამპს "რუსული პროექტი", "ამერიკელი პუტინი", "შეშლილი" და "დიქტატორიც" უწოდეს.

ტრამპის კრიტიკას სოციალურ ქსელშივე მოჰყვა პირველი გამოხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან.

"ქართულმა ოცნებამ" ოპონენტების პოზიციას ანტიამერიკული ისტერია უწოდა, რასაც უმრავლესობის შეფასებით, კონკრეტული მიზეზი აქვს.

ტრამპის განცხადებებს საჯაროდ ემიჯნება და ზელენსკის განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს ოპოზიცია, რომელიც დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებამდე გულშემატკივრობდა.

მმართველი პარტიაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია დამოუკიდებელი საკუთარ განცხადებებშიც არ არის. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მათი ოპონენტები კონკრეტული ძალების მითითებით მოქმედებენ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, ამერიკის საელჩო ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

დღის ამბები