21 თებერვალი 2025,   21:51
ვრცლად
ვაშინგტონის და თბილისის პოლიტიკა - ჰგავს თუ არა, დონალდ ტრამპის დღევანდელი განცხადებები "ქართული ოცნების" ბოლო სამი წლის რიტორიკას

საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნა და მოსკოვისთვის ორმაგი სანქციების დაწესება - "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენა, როგორ ცდილობდნენ ხელისუფლებაზე ზეწოლას. კახა კალაძემ ყურადღება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ იმ რეზოლუციაზეც გაამახვილა, რომლის მთავარი მოწოდება უკრაინაში ომის არდაშვება იყო. საპარლამენტო უმრავლესობამ ის 2022 წლის 1 თებერვალს სამხედრო ინტერვენციის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე მიიღო.

ჰგავს თუ არა, დონალდ ტრამპის დღევანდელი განცხადებები "ქართული ოცნების" ბოლო სამი წლის რიტორიკას - ოპოზიციაში ამ კითხვაზე პასუხისგან თავს იკავებენ. ხელისუფლების ოპონენტებს არც ამერიკის პრეზიდენტის გზავნილების შეფასება სურთ.

საპარლამენტო უმრავლესობა კი, ოპონენტებს დონალდ ტრამპის განცხადებების და გადაწყვეტილებების გადახედვას ურჩევს, მათ შორის ომის თავიდან არიდებასთან დაკავშირებით, რისი მაგალითიც მმართველი გუნდის თქმით, საქართველოა.

პოლიტიკური არქივი მმართველი პარტიის ლიდერების იმ განცხადებებსაც ინახავს, რომელიც სწორედ უკრაინის ომის თავიდან აცილებას ეხებოდა. თბილისის პოლიტიკას კიევი ელჩის გაწვევით, მთავრობის სანქცირებით და არაერთი დიპლომატიური დემარშით პასუხობდა. სამი წლის შემდეგ, უკრაინაში ომის დაწყებაზე უკრაინას დონალდ ტრამპიც საყვედურობს.

 

დღის ამბები