21 თებერვალი 2025,   18:49
ვრცლად
"ქართული ოცნების" პირობებში, არანაირ გაუმჯობესებას არ ველოდებით" - ირაკლი კუპრაძე საქართველო - აშშ-ის ურთიერთობაზე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს წევრმა", ირაკლი კუპრაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" პირობებში, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას არ ელოდება. მისივე თქმით, საუბარია არა პარტნიორობის აღდგენაზე, არამედ სანქციების დაწესებაზე.

"ქართული ოცნების" პირობებში, არ ველოდებით არანაირ გაუმჯობესებას. თქვენს წინასიტყვაობაში ამბობდით, რომ ჯერ არაფერი ისმის სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებითო - არათუ არ ისმის, არავინ არ აპირებს - პირდაპირ ვთქვათ. პირიქით - საუბარია იმაზე, რომ სანქციებს დააკისრებენ.

მე ველოდები ძალიან მარტივ რაღაცას, რომ ის, რაც ხდება ამ ქვეყანაში, ჩვენი პარტნიორების - ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან იქნება ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ შეფასება. გავლენის მექანიზმი სანქცია რატომ არის? მაგალითად, პუტინს მექანიზმად აქვს ე.წ. ნავიჩოკი, პოლონიუმი, საწამლავი, ბომბი და ტყვია. დასავლური სამყარო, რომლის ნაწილიც გვინდა ჩვენ ვიყოთ, გავლენის მექანიზმად იყენებს სანქციასა და რეკომენდაციას. რომ ამბობენ, ნუ გვასწავლიან ჭკუასო - რაში გვასწავლიან ჭკუას? რომ სასამართლო გვქონდეს კარგი? ჯანდაცვა გვქონდეს კარგი? განათლების სისტემა გვქონდეს კარგი? დღეს, თბილისში მოქალაქე რომ იგებს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს, ეს არის ნორვეგიის საელჩოს დამსახურება და არა "ქართული ოცნებისა" თუ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების. როგორც შეიძლება, ამ სიკეთეების ფონზე, იმ ოჯახს დაუპირისპირდე და თქვა, რომ იქ არ მიდიხარ," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

დღის ამბები