
ციფრულ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, 25 საუკეთესო ქვეყანას შორის, თბილისი ლიდერობს. რეიტინგი, რომელშიც საქართველოს დედაქალაქი პირველ ადგილზეა, კომპანია "ინჯოი თრეველმა" გამოაქვეყნა. თბილისმა გაუსწრო ისეთ ქალაქებს, როგორიცაა ბუდაპეშტი, ტალინი, ვალენსია და სტამბოლი.
ტექნოლოგიური მიმართულებით მიმდინარე და უკვე დასრულებულ პროექტებზე აკეთებენ აქცენტს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში. გადამზადების პროცესი გრძელდება საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებითაც.
სახელმწიფოს პროგრამების ფონზე, საერთაშორისო რეიტინგში თბილისმა ლიდერის პოზიცია, რამდენიმე კრიტერიუმით დაიმსახურა. მათ შორისაა ინტერნეტის სიჩქარე, სამუშაო სივრცეები, ციფრული ვიზის მიღების შესაძლებლობა, ტურისტული ვიზის ხანგრძლივობა და უსაფრთხო გარემო.
მთავრობის ეკონომიკურ გუნდის ინფორმაციით, რეიტინგში პოზიციის შესანარჩუნებლად ციფრული სფეროს განვითარების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.