
ახალგაზრდა აქტივისტებისთვის სამდღიანი საინფორმაციო შეხვედრა თბილისში დღეს დაიწყო.
ოფიციალური ინფორმაციით, პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ღონისძიება კი პროგრამის "ერთიანი საქართველო ევროპისთვის" ფარგლებში ტარდება.
შეხვედრაზე მონაწილეები რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ. განიხილება სხვადასხვა თემა - მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების როლი ევროინტეგრაციის პროცესში, თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის კრიზისი, იაშა მუნკის ნაშრომის - "ხალხი დემოკრატიის წინააღმდეგ" მიხედვით.