
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკელმა კოლეგამ, სატელეფონო საუბრისას, უთხრა, რომ უკრაინა ჩაერთვებოდა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში, - ამის შესახებ BBC წერს.
პუტინის განცხადებით, ტრამპმა გააცნო შეერთებული შტატების პოზიცია - რომ მოლაპარაკებები რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით უნდა წარიმართოს.
"უკრაინას ამ პროცესისგან არავინ თიშავს", - ამბობს პუტინი.