21 თებერვალი 2025,   21:51
ვრცლად
შრი-ლანკაში მატარებლის შეჯახების შედეგად ექვსი სპილო დაიღუპა

შრი-ლანკაში მატარებლის შეჯახების შედეგად ექვსი სპილო დაიღუპა. სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა და ველური ბუნების ნაკრძალთან ახლოს, სპილოების ნახირს დაეჯახა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

მგზავრებს შორის არავინ დაშავებულა.

შრი-ლანკაში, მატარებლები სპილოების ნახირს ეჯახებიან, სადაც ადამიანებისა და სპილოების შეტაკების მსოფლიოში ყველაზე მაღალი მსხვერპლია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გასულ წელს 170-ზე მეტი ადამიანი და თითქმის 500 სპილო დაიღუპა. მსგავსი შემთხვევით, ყოველწლიურად დაახლოებით 20 სპილო იღუპება.

დღის ამბები