
მისი უნარი, თითოეული როლი გულწრფელად და ემოციურად შეესრულებინა, მას ერთ-ერთ საყვარელ მსახიობად აქცევდა.
ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში თითოეული პერსონაჟი ისე განასახიერა, რომ მაყურებელმა მისი არსებობა რეალურადაც დაიჯერა.
მისი კინოგმირები სითბოთი, იუმორით და შინაგანი სიმტკიცით გამოირჩეოდნენ, "სამანიშვილის დედინაცვალში" შესრულებული მათიკას როლით ქართულ კინემატოგრაფში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.
დიდ კინომდე თეატრის სცენა იყო, სადაც მხოლოდ კი არ ითამაშა, იცხოვრა კიდეც.
მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე 1969 წელს გამოჩნდა და იქ თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა. მერი პოპინსი დღემდე, მის ბიოგრაფიაში გამორჩეული სცენური სახეა.
მსახიობის ერთ-ერთი ბოლო როლი, თეატრში "კუკარაჩა" იყო, ხოლო კინოში "ჩემი ბედნიერი ოჯახი".
2013 წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ, მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თეატრიდან წასვლა უნდოდა, თუმცა ეს თხოვნა ერთადერთი მიზეზის გამო არ შეუსრულეს...
ბერტა ხაფავა 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, მის მიერ შექმნილი პერსონაჟები ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში კიდევ დიდხანს დარჩება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.