
მიუნხენიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს, აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ და კვერცხები ესროლეს. ყოფილი პრეზიდენტი ავტომობილამდე შეურაცხმყოფელი შეძახილების ფონზე გააცილეს.
ინციდენტიდან რამდენიმე საათში, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. თქვა, რომ საგამოძიებო უწყებას უკვე მიმართა და საქმეს ბოლომდე მიიყვანს.
დღეს, ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკური წარსული და ის განცხადებები შეახსენეს, რომელსაც ზურაბიშვილი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ აკეთებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ინციდენტის უკან, მმართველი გუნდის კვალს ხედავენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებმა დღეს პარალელი ყოფილ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმასთან გაავლეს.
აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან რაიმე სახის შემხებლობას გამორიცხავენ საპარლამენტო უმრავლესობაში და მსგავს ქმედებებს ოპონენტების ხელწერად მიიჩნევენ.
სალომე ზურაბიშვილის ინციდენტი ერთადერთი არ ყოფილა თბილისის აეროპორტში. მიუნხენიდან დაბრუნებულ ყოფილ პრემიერსაც ადგილზე აქტივისტები დახვდნენ და გიორგი გახარიასაც კვერცხები ესროლეს.