20 თებერვალი 2025,   22:45
ვრცლად
"ბათუმელების" დამფუძნებელმა შიმშილობა შეწყვიტა - როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა რეჟიმში გაგრძელდება მისი მკურნალობა

მზია ამაღლობელის წერილი კლინიკიდან, მისმა კოლეგებმა, დღის მეორე ნახევარში მიიღეს და საჯაროდ წაიკითხეს. 38 დღის შემდეგ, "ბათუმელების" დამფუძნებელმა შიმშილობა შეწყვიტა.

მზია ამაღლობელის გადაწყვეტილებას, მალევე გამოეხმაურა კლინიკა "ვივამედის" დირექტორი. ზურაბ ჩხაიძის თქმით, შიმშილობის შეწყვეტა დროული და აუცილებელი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნებოდა რისკი იმისა რომ, პაციენტის მდგომარეობა დამძიმებულიყო. "ბათუმელების" დამფუძნებელი სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე დღის განმავლობაში, შესაბამის მკურნალობის კურსს გაივლის.

კლინიკა "ვივამედში", მზია ამაღლობელის მოსანახულებლად, დღეს მისი ადვოკატიც იმყოფებოდა. დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვს.

წინასწარი პატიმრობის, მსუბუქი აღკვეთით შეცლას ემხრობა სახალხო დამცველიც. ცნობილია რომ ომბუდსმენი სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს, რათა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გადაიხედოს.

მზია ამაღლობელის გადაწყვეტილებას, 38-ე დრეს შიმშილობა შეეწყვიტა, შეფასებები პოლიტიკურ პარტიებშიც მოყვა. ოპოზიციამ ბათუმელების დამფუძნებელს მადლობა გადაუხადა.

შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მოუწონა მზია ამაღლობელს მმართველმა გუნდმაც. თუმცა უმრავლესობაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ნებისმიერი მოქალაქე ვინც დანაშაულს ჩაიდენს, კანონით აგებს პასუხს.

"ბათუმელების" დამფუძნებელი 12 იანვარს დააკავეს. ჟურნალისტს პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად. დაკავების დღიდან, მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო. თავდაპირველად ის რუსთავის მე-5 ე პენიტენციურ დაწესებულებაში იყო მოთავსებული, თუმცა რამდენიმე დღეში, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ის კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.

დღის ამბები