20 თებერვალი 2025,   22:48
ვრცლად
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ელჩმა დიპლომატიური ეტიკეტი დაარღვია - რა გზავნილები ჰქონდა პაველ ჰერჩინსკის

მმართველი გუნდი ევროკავშირის ელჩის მოწოდებაზე საუბრობს, სადაც პაველ ჰერჩინსკიმ მზია ამაღლობელის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ელჩმა გარდა დიპლომატიური ეტიკეტისა, მორალური ნორმებიც დაარღვია. სახელისუფლებო გუნდის ლიდერების აზრით, ამაღლობელის საქმემ დაადასტურა, რომ მათი ოპონენტებისთვის ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა - საკუთარი პოლიტიკური ბენეფიტები დგას.

ელჩმა მზია ამაღლობელის შესახებ, ევროკავშირის მიერ ჟურნალისტებისთვის დაწესებული სპეციალური პრიზის დაჯილდოების ცერემონიაზე ისაუბრა. დიპლომატმა ხელისუფლება ქვეყანაში არსებული მედიაგარემოს გამოც გააკრიტიკა.

უნდა ყოფილიყო თუ არა დიპლომატის მთავარი გზავნილი ამაღლობელის მიმართ, შიმშილობის შეწყვეტისკენ მოწოდება - ამ კითხვაზე დღეს ხელისუფლების ოპონენტებმა პასუხი არ ისურვეს. თქვეს, რომ მზია ამაღლობელის შიმშილობა პოლიტიკური აქტი იყო და არავის ჰქონდა მორალური უფლება მისთვის რჩევა მიეცა.

მზია ამაღლობელს დღეს გადაწყვეტილების მიღებამდე, შიმშილობის შეწყვეტისკენ არაერთხელ მოუწოდეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა. კანონმდებლების თქმით, ჰერჩინსკის განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის დასტურია. იმ ფონზე, როდესაც ამაღლობელის საქმე რეალურად სასამართლომ უნდა განიხილოს

მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა პოლიციელის წინააღმდეგ ძალადობის მუხლით აქვს მისჯილი. ჟურნალისტმა 37-დღიანი შიმშილობა დღეს შეწყვიტა.

დღის ამბები