20 თებერვალი 2025,   22:57
ვრცლად
"დღეს საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ" - სალომე ზურაბიშვილი აეროპორტის ინციდენტზე

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი აეროპორტში, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიებას ითხოვს.

ზურაბიშვილმა, ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ შესაბამის უწყებას საჩივრით უკვე მიმართა.

"დღეს საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე. ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ. ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას და შემდგომ უკვე პოლიტიკოსების მიერ, "ოცნების" მიერ გამართლებულ ძალადობას პრეზიდენტის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი რომელ პრეზიდენტს ცნობენ თუ არ ცნობენ, ეს არის სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ სცემენ პატივს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში შეძახილებით დახვდნენ და კვერცხები ესროლეს. სამოქალაქო აქტივისტებმა მოგვიანებით ვიდეო სოციალურ ქსელშიც განათავსეს. ყოფილ პრეზიდენტამდე იყო ყოფილი პრემიერი- გიორგი გახარიას ასევე შეძახილებით აეროპორტში გუშინ დახვდნენ - მასაც ესროლეს კვერცხები, რაზეც გუშინვე ითქვა რომ გამოძიება დაწყებულია.

დღის ამბები