20 თებერვალი 2025,   22:54
ვრცლად
"პრეზიდენტი ტრამპი ჩართულია, რომ ეს კონფლიქტი დასრულდეს, ის მსოფლიოში ერთადერთია, ვისაც ამის მიღწევა შეუძლია" - მარკო რუბიო

ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულებულია.

შეხვედრა ერ-რიადში ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. როგორც ირკვევა მხარეები ოთხ პუნქტზე შეთანხმდნენ. მათ შორისაა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შესაბამისი მისიების ფუნქციონირების აღდგენა - ამის შესახებ შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, იქამდე მისივე უწყების სპიკერმა "როიტერს" უთხრა, რომ ლავროვი და რუბიო შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე. რაც შეეხება მოსკოვის პირველ შეფასებას, პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი რუსულ მედიასთან აცხადებს, რომ მხარეები ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებაზე შეთანხმდნენ და მოლაპარაკებამ საკმაოდ კარგად ჩაიარა.

"დღეს ეს არის პირველი ნაბიჯი ამ რთული გზის, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პრეზიდენტი ტრამპი ჩართულია, რომ ეს კონფლიქტი დასრულდეს. როგორც ეს წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა. მას მდგრადი მშვიდობის მიღწევა უნდა. რომ ამან სხვა კონფლიქტი არ გამოიწვიოს რამდენიმე წელიწადში. ეს არ იქნება მარტივი, თუმცა, ის მსოფლიოში ერთადერთია, ვისაც ამის მიღწევა შეუძლია. ის ერთადერთია, ვისაც ამის ინიცირება შეუძლია. დრეს პირველი ნაბიჯი იყო. ომის დასასრულებლად ორმხრივი კონსენსუსი გვჭირდება,"- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

დღის ამბები