
კანარის კუნძულების სანაპიროზე "განკითხვის დღის" თევზი აღმოაჩინეს, რომელიც ღრმა წყლებში ბინადრობს და სანაპიროზე მისი გამოჩენა კატასტროფის მაუწყებელ ნიშნად მიაჩნიათ. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
იშვიათი თევზი სანაპიროზე დამსვენებლებმა აღმოაჩინეს.
მედიის ინფორმაციით, პლაჟზე თევზის გამოჩენის ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და მას Instagram-ზე ცხრა მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
აღნიშნული თევზის შესწავლა მეცნიერებისთვის პრობლემურია, რადგან ის ოკეანის ღრმა წყლებში ბინადრობს და მისი ნახვა თითქმის შეუძლებელია, თუ არ ჩავთვლით იშვიათ მოვლენებს.
მიიჩნევა, რომ თევზის სანაპიროზე გამორიყვა მიწისძვრის, ქარიშხლის, ცუნამის ან ციკლონის მომასწავებელია. მეცნიერები თევზის სტიქიურ მოვლენებთან კავშირს არ ადასტურებენ.