
ახლო აღმოსავლეთში რთული ვითარებაა. "ცაჰალმა" ღამით, ღაზას ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში მდებარე დასახლებებზე არაერთი იერიში მიიტანა. მედიის მონაცემებით, დაღუპულია 37 ადამიანი, მათ შორის, ქალები და ბავშვები. არიან დაჭრილები.
საჰაერო შეტევების გარდა, ისრაელი პალესტინურ ანკლავში წერტილოვან სახმელეთო ოპერაციებსაც იწყებს.
საკუთარი გეგმების შესახებ ისრაელის მაღალი რანგის სამხედროებმა ისაუბრეს. "ცაჰალი" განმარტავს, რომ ოპერაციის მიზანი ბუფერული ზონის გაფართოებაა.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეში, "ჰამასსა" და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმების შემდეგ, კონფლიქტის ზონაში, საერთო ჯამში, 500-მდე ადამიანია დაღუპული. დაჭრილია 1000-ზე მეტი ადამიანი.