21 მარტი 2025,   06:48
ვრცლად
ყველა პარტნიორი, ვისაც მე ვარ შეხვედრილი, ყველა ხაზს უსვამდა, რომ მათი მიზანი იყო და არის მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოში - გრიგოლ გეგელია

ის ფონდები, რომლებიც ტრამპმა აკრძალა, საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდნენ - პრემიერ-მინისტრის განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა. ირაკლი კობახიძის თქმით, ერთ-ერთი უცხოური ფონდის ხელმძღვანელი მას პირადად ესაუბრებოდა ომში ჩართვაზე, რაზეც უარი მიიღო.

მმართველ გუნდში დღეს დასავლეთიდან წამოსული გზავნილები, ევროპელი და უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებებიც გაიხსენეს.

ოპოზიციაში პრემიერის განცხადებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ყველა პარტნიორის მიზანი საქართველოში მშვიდობა და უსაფრთხოება იყო.

"მე არ ვიცი ირაკლი კობახიძე ვის ხვდება და როდის, ყველა ის პარტნიორი, მათ შორის, ვისაც მე ვარ შეხვედრილი, ყველა ხაზს უსვამდა, რომ მათი მიზანი იყო და არის მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოში. ასეთი საუბრები არც კი ხდება ხოლმე. შეიძლება შენ მოგიწოდონ საერთო პოლიტიკა გაატარო, შეიძლება მოგიწოდონ, რომ გარკვეულ საჯაროდ გაცხადებულ პრინციპებს ატარებდე პოლიტიკაში, ეს ჩვეულებრივი რამ არის ამ დონის დიალოგში", - აცხადებს "ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი  გრიგოლ გეგელია.

დღის ამბები