20 მარტი 2025,   02:41
ვრცლად
FARA საშუალებას გვაძლევს, ინფორმირებულები ვიყოთ, რა ხდება საქართველოს გარშემო და მის წინააღმდეგ... საინტერესოა, რომ 6 თვის განმავლობაში, გადახდილი უნდა იყოს $600 000, ხოლო მიზნებში პირდაპირ წერია პოლიტიკური მიზნები - ირაკლი ქადაგიშვილი

რატომ დააყადაღეს ნიკა გილაური ფონდი "ფროსფერითი" და არის თუ არა ამის ერთ-ერთი მიზეზი FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ფონდმა ლობისტურ საქმიანობაში 600 000 დოლარი უნდა გადაიხადოს - "ღამის კურიერის" ამ კითხვას "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა უპასუხა.

"ეს ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებული შემთხვევაა. აქ, შიგნით, ამ ფონდების საქმიანობა ემსახურება ამ ე.წ. საპროტესტო ტალღის ადუღებას და შენარჩუნებას, მაგრამ რაც შეეხება ლობისტური საქმიანობას: FARA საშუალებას გვაძლევს, რომ ინფორმირებულები ვიყოთ, რა ხდება, რეალურად საქართველოს გარშემო და საქართველოს წინააღმდეგ.

საინტერესოა, რომ 6 თვის განმავლობაში გადახდილი უნდა იყოს 600 000 დოლარი. ეს 6 თვე არჩევნების პერიოდს ემთხვევა, ხოლო [ფონდის ხელმძღვანელია] ნიკა გილაური, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკაში არ არის. იქ ჩაწერილია, რა მიზნებს ემსახურება - არანაირ შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ინვესტიციებზე იქ საუბარი არ არის.

FARA-ს დოკუმენტში წერია: საქართველოზე ორიენტირებული პირდაპირი პოლიტიკური მიზნები, რომელიც არის აშშ-ში ამ ლობისტური საქმიანობის გასაწევად. ეს კრებსითი უილსონები, რომლებიც დილას იღვიძებენ და საქართველოს პოსტებს უძღვნიან, ასე ხდება ეს ყველაფერი," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები