21 მარტი 2025,   06:53
ვრცლად
დავინახეთ, რომ აშშ-ის ორი საერთაშორისო მასშტაბის ფონდი, როგორიცაა USAID-ი და NED-ი, პირდაპირ იყვნენ ჩართული ისეთი აქციების დაფინანსებით, რომელიც სწორედ Regime changing-ის პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული - ირაკლი ქადაგიშვილი

ის ფონდები, რომლებიც ტრამპმა აკრძალა, საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდნენ - პრემიერ-მინისტრის განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა. ირაკლი კობახიძის თქმით, ერთ-ერთი უცხოური ფონდის ხელმძღვანელი მას პირადად ესაუბრებოდა ომში ჩართვაზე, რაზეც უარი მიიღო.

მმართველ გუნდში დღეს დასავლეთიდან წამოსული გზავნილები, ევროპელი და უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებებიც გაიხსენეს.

"ჩვენ დავინახეთ, რომ აშშ-ის ორი უდიდესი, საერთაშორისო მასშტაბის ფონდი, როგორიცაა USAID-ი და NED-ი, პირდაპირ იყვნენ ჩართულები სწორედ ისეთი აქციების დაფინანსებით, რომელიც სწორედ Regime changing-ის პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული, რომელსაც არანაირი საერთო არა აქვს არც ამერიკელი ხალხის დახმარებასთან და არც ჩვენი ქვეყნისა თუ სხვა ქვეყნის საუკეთესო ინტერესებთან. 

ამიტომ, ასეთი ფონდების მუშაობის შეჩერება არის პროდუქტიული, იმიტომ, რომ ეს, საბოლოო ჯამში, აზიანებდა [საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებს] და ამის ნათელი მაგალითი იყო საქართველო-აშშ-ის დაზიანებული ურთიერთობა," - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები