21 მარტი 2025,   07:00
ვრცლად
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენერგეტიკის სექტორის მიმართ საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორების ინტერესი იზრდება

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენერგეტიკის სექტორის მიმართ საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორების ინტერესი იზრდება - ოფიციალური ინფორმაციით, ამას ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერის ფარგლებში წარდგენილი განაცხადების რაოდენობა ადასტურებს. საუბარია 435 განაცხადზე. სამინისტრო წინადადებებს განიხილავს.

“ფასთა შორის სხვაობის მხარდაჭერის პრინციპი, რომელიც საქართველოს მთავრობამ შესთავაზა ენერგეტიკის სექტორს მხარდაჭერისთვის, გახლავთ მიმზიდველი. ეს გამოიხატება იმაში, რომ სამინისტროში შემოსულია 435 წინადადება პირდაპირი მოლაპარაკების გზით. ის გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს, რომ 2030 წლისთვის ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ენერგოდამოუკიდებელი, გახლავთ რეალისტური და მიღწევადი. მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემოსული განაცხადების იდენტიფიცირება, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განხილვა“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი.

დღის ამბები