20 მარტი 2025,   01:29
ვრცლად
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა - 2025 წლის პირველ ორ თვეში, იმპორტ-ექსპორტმა 3 მილიარდ-ნახევარს გადააჭარბა

ექსპორტი - 835 მილიონი დოლარი, იმპორტი - 2 მილიარდ 732 მილიონი დოლარი. საერთო ჯამში, 2025 წლის იანვარ - თებერვალში, საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 მილიარდ 567 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 15.6%-ით მეტია.

მიმდინარე წლის ორ თვეში, საქართველოს მთლიან ექსპორტში, ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა 78.7 % შეადგინა. იმ ქვეყნების სამეული კი, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი ექსპორტი განხორციელდა, ასე გამოიყურება:

ყირგიზეთი - 166 მილიონი დოლარი;

ყაზახეთი - 100 მილიონი;

აზერბაიჯანი - 97 მილიონი.

შეერთებული შტატები - 478 მილიონი, რუსეთი - 344 მილიონი და თურქეთი 337 მილიონი დოლარი - ეს კი იმ ქვეყნების ჩამონათვალია, საიდანაც საქართველოში იმპორტის ყველაზე დიდი რაოდენობა შემოვიდა. საერთო ჯამში, იმპორტის წილი 75.5 %-ია.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ის სასაქონლო ჯგუფებიც განსაზღვრა, რომლებიც საექსპორტო ათეულში ლიდერობენ. პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 34 %-ით. შემდეგ ადგილზეა ძვირფასი ლითონები. სიაში მესამე ადგილზე, 29 მილიონი დოლარით, სპირტიანი სასმელებია. 

 

 

 

დღის ამბები