21 მარტი 2025,   06:08
ვრცლად
"ამ ადამიანების მიზანი იყო,ჩამოეშალათ სახელმწიფო, არ უნდა ემუშავა კანონს, არ უნდა ემოქმედა კანონიერებას და ფაქტია, ეს ადამიანები აფინანსებდნენ სამართალდარღვევებს" - არჩილ გორდულაძე

"ერთი რამე არის ფაქტი, რომ ამ ადამიანების მიზანი იყო ჩამოეშალათ სახელმწიფო და არ უნდა ემუშავა კანონს, არ უნდა ემოქმედა კანონიერებას და ფაქტია, რომ ეს ადამიანები აფინანსებდნენ სამართალდარღვევებს," - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე საუბრობს და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება, რომლის ფარგლებშიც 5 ფონდს ყადაღა დაედო. 

"ადამიანები ქველმოქმედებაზე საუბრობენ იმ მოტივით, რომ თავიანთ ფონდებთან დაკავშირებული ისრები გადაიტანონ სულ სხვა მიმართულებით. ერთი რამე არის ფაქტი, რომ ამ ადამიანების მიზანი იყო ჩამოეშალათ სახელმწიფო და არ უნდა ემუშავა კანონს, არ უნდა ემოქმედა კანონიერებას და ფაქტია, რომ ეს ადამიანები აფინანსებდნენ სამართალდარღვევებს. იმას კი არ ამბობდნენ, რომ კანონი უნდა ყოფილიყო დაცული და კანონდარღვევა არ უნდა მომხდარიყო, პირიქით, ამ ყველაფერს თვითონვე აფინანსებდნენ და ჩვენ ვნახეთ, რომ მათსავე ოფისებში პირდაპირ ამოღებული იქნა პიროტექნიკა თუ სხვა აკრძალული ნივთიერებები, რაც მერე გამოიყენებოდა ძალადობრივ აქციებში. ეს არის ყოვლად მიუღებელი მცდელობა იმის, რომ ჩამოშალონ სახელმწიფოებრიობა. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სამართალდამცველებს უნდა ჰქონდეთ ლოგიკური და კანონით გათვალისწინებული რეაქცია," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

 

 

დღის ამბები