21 მარტი 2025,   06:39
ვრცლად
"განსაკუთრებულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ ვითხოვ სპორტსმენებისგან, ეგ არ არის ჩემი გარჩევის საქმე, მინდა საუკეთესო შედეგი დადონ" - თამაზ დათუნაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების მისამართით დაწყებულ ბულინგის მორიგ კამპანიას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, თამაზ დათუნაშვილის შეფასებით, განსაკუთრებულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სპორტსმენებისგან არ ითხოვს და არც აპირებს ფეხბურთელები პოლიტიკურ ჭრილში შეაფასოს.

"განსაკუთრებულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ ვითხოვ სპორტსმენებისგან, ზოგადად, ამის იქით, ეგ არ არის ჩემი გარჩევის საქმე. რა ვიცი, ისინი თავის საქმეს აკეთებენ, მინდა, რომ საუკეთესო შედეგი დადონ. პოლიტიკურ შეფასებებს ფეხბურთელებზე არ ვაკეთებ", - აღნიშნა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, ერევანში დაგეგმილ დაპირისპირებამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების მისამართით ბულინგის მორიგი კამპანია დაიწყო. აქტივისტების ნაწილი სოციალურ ქსელში სტატუსებს წერს და პოლიტიკური ნიშნით, ქართველ ფეხბურთელებს აკრიტიკებს.

დღის ამბები