20 მარტი 2025,   09:33
ვრცლად
"მთელს მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ ამ ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი, კონსტიტუცია და დემოკრატიული ტრადიცია, რომელიც ძნელად, მაგრამ ყალიბდება" - ირაკლი ქადაგიშვილი

"ჩვენ თუ გვინდა, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში ვიყოთ პარტნიორი, გასაგებია, რომ არა ამერიკის, საფრანგეთის ან ინგლისის სიდიდის, მცირე, მაგრამ ღირსების მატარებელი პარტნიორი, ეს მთელს მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ ამ ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი, კონსტიტუცია, დემოკრატიული ტრადიცია, რომელიც ძნელად, მაგრამ ყალიბდება," - ეს განცხადება "ღამის კურიერის" ეთერში "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, თამაშის ეს წესები უნდა მიიღოს, პირველ რიგში, ქართველმა ხალხმა, შემდეგ კი - პარტნიორებმა.

"აქედან გამომდინარე, თამაშის ეს წესი უნდა მიიღოს, პირველ რიგში, ქართველმა და მერე უნდა მივაღებინოთ იმას, ვისაც ჩვენთან დამოკიდებულებაში, რეალურად, პარტნიორობა სურს და არა ის, რომ მოდი ახლა, მე შენ გაგაბრუებ ამ დემოკრატიული ტერმინოლოგიით, ამ ლამაზი აბრებით, სიტყვებით, მაგრამ მერე რასაც დაგმართებთ, აღვშფოთდებით და შევშფოთდებით," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები