21 მარტი 2025,   06:32
ვრცლად
"ვხედავდით, რომ ფულს აგროვებდნენ, რათა შეესყიდათ პიროტექნიკა, სხვა მატერიალური საშუალებები, რომლებიც სჭირდებოდა ძალადობრივი პროტესტის ორგანიზებას" - ვატო შაქარიშვილი

"ჩვენ ვხედავდით, რომ ისინი პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ფულის აკუმულირება ხდებოდა იმისთვის, რომ შეესყიდათ პიროტექნიკა, სხვა მატერიალური საშუალებები, რომლებიც სჭირდებოდა ძალადობრივი პროტესტის ორგანიზებას, რაც მიზნად ისახავდა მსხვერპლს და პროცესების მაიდანიზაციას" - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი საუბრობს. სწორედ "ნეიტრალური საქართველოა", რომლის მიმართვის საფუძველზეც, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 5 ფონდს ყადაღა დაედო. 

"იგივე ჯარიმების ნაწილში, რასაც თავად აღიარებენ, რომ ისინი იხდიდნენ კონკრეტულ სამართალდამრღვევთა ჯარიმებს, ეს პირდაპირ ნიშნავს მოწოდებას და წახალისებას, რომ რეციდივი მოხდეს და განმეორებით ჩაიდინონ ადამიანებმა დანაშაული. არა მხოლოდ ის ადმინისტრაციული დანაშაულები, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულები. ჩვენ ვხედავდით, რომ ისინი პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ფულს აგროვებდნენ, ფულის აკუმულირება ხდებოდა იმისთვის, რომ შეესყიდათ პიროტექნიკა, სხვა მატერიალური საშუალებები, რომლებიც სჭირდებოდა ძალადობრივი პროტესტის ორგანიზებას, რაც მიზნად ისახავდა მსხვერპლს და პროცესების მაიდანიზაციას. ვხედავდით, რომ ჩვენ გმირ პოლიციელებს ისინი ცეცხლს უხსნიდნენ ფოიერვერკების საშუალებებით, სწორედ ამ ფულით ხდებოდა მათი შესყიდვა. დღეს ჩვენს ქვეყანას, ისე როგორც არასდროს, სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა და ამის მიღწევა არის შესაძლებელი მხოლოდ ამ აგენტურული ქსელის დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთით," - აცხადებს ვატო შაქარიშვილი.

 

 

 

დღის ამბები