
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ფონდების დაყადაღების საკითხს გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში ეხმაურება. ქადაგიშვილი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაზე საუბრობს.
"ძიება მიმდინარეობს უფრო ფართო მასშტაბით. იცით, რომ გამოძიების მიმდინარეობის დროს ამოღებული იქნა მთელი რიგი ასაფეთქებელი საშუალებები, პიროტექნიკა, ის საშუალებები რითაც ხდებოდა როდესაც დემონსტრაციები გადაზარდეს შტურმში, შეტევა პოლიციელზე, შეტევა პარლამენტის შენობაზე, დაწვა და ა.შ. ამ მიმართულებით მიდის ეს გამოძიება. ამ ყველაფერს ხომ დაფინანსება სჭირდება, თავდასხმის თუ პოლიციელებისგან თავდაცვის საშუალებებს. ამ ყველაფერს სწორედ ეს ფონდები აფინანსებდნენ. დანაშაულის წახალისება მათი მოგონილი არ არის. ევროპელების გარკვეულმა ფონდებმა ასწავლეს. მაგალითად, ნიკა მელიას მაგალითი, გადაუხდიან ისინი ნიკა მელიას გირაოს. გვეუბნებიან, გამოუშვით უგულავა, გამოუშვით მელია, გამოუშვით გვარამია, გამოუშვით რურუა, ეს დაამშვიდეს სიტუაციას. იმისთვის კი არ ხდებოდა იმათთვის ფულის გადახადა და გამოშვება, რომ სიტუაცია დაემშვიდებინათ, [არამედ] იმისთვის, რომ წაეხალისებინათ. კი არ დაამშვიდეს, წააქეზებს. სწორედ ეს ფონდებიც ამას ემსახურება - თქვენ ნუ გეშინიათ, დაარღვიეთ კანონი, ფულს გადაგიხდიან. ეს არის სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა,“ - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.