20 მარტი 2025,   00:54
ვრცლად
"რომელს უბრძოლია "ნაციონალურ მოძრაობაზე" უფრო მეტი, რომ ახლა ენა უბრუნდებოდეს და ახსენებდეს" - ანა წითლიძე გახარიასა და ზურაბიშვილზე

"სალომე ზურაბიშვილმა ის ვერ მოაგვარა, რომ თავისთან შეხვედრაზე სხვა პარტიების თავმჯდომარეები რომ სხედან, გიორგი გახარია როდის გინახავთ? ყოველთვის მისი წარმომადგენელი ზის. რა ფორმაა, რა მიდგომაა? სხვა პარტიების თავმჯდომარეები თუ დადიან, გახარია ოქროს კვერცხია, თუ რა არის, რომ ვერ მიდის?! როდესაც პარტიის თავმჯდომარეების დონეზე იმართება ეს შეხვედრა, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ [მასაც მიეღო მონაწილეობა]," - ეს განცხადება "ღამის კურიერის" ეთერში პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ გააკეთა.

მისივე თქმით, ეჭვებს და სპეკულაციების საშუალებას ტოვებს ის ფაქტი, რომ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" მანდატებზე უარს ოფიციალურად არ ამბობს.

"ის, რომ დღეს "ქართულ ოცნებას" საერთაშორისოო ასპარეზზე აქვს პრობლემა, ეს იმის დამსახურებაა, რომ პარლამენტი ითვლება არალეგიტიმურად. პარლამენტი არალეგიტიმურად ითვლება, მათ შორის, იმიტომ, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი მანდ არ შევიდა. ჩვენც ვიყავით დეპუტატები, მაგრამ დავწერეთ განცხადება და გამოვედით. "ქართულ ოცნებას" ახლა შეუძლია თქვას მარტივად, გახარიას ფონზე, რომ რატომაა პარლამენტი სრულად არალეგიტიმური, მერე რა, რომ არ შემოდიან, შეიძლება შემოვიდნენ ორი თვის მერე...

ამ 12 წლის განმავლობაში მე პოლიტიკაში ყველაფერი მინახავს და ერთი რამე ვისწავლე, რომ არასოდეს არ თქვა "არასოდეს", რადგან ყველაფერი ხდება, ამიტომაც ის, რომ არ წერს განცხადებას, სპეკულაციის შესაძლებლობას აჩენს. ჩვენც შეგვეძლო რომ ეგრე არ გაგვეკეთებინა მაშინ.

ჩემი მთავარი პრეტენზია რაც არის გახარიასთან და, მათ შორის, სალომესთანაც - ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, მე ვაფასებ ყველას ბრძოლას, მაგრამ რომელ ერთს უკეთებია "ნაციონალურ მოძრაობაზე" უფრო მეტი? ან იმ 9 წლის განმავლობაში მიშაზე მეტი რომელს უკეთებია ამ ქვეყნის განვითარებისთვის, გინდაც სალომე ზურაბიშვილს, გინდა გიორგი გახარიას, პრემიერი რომ იყო. ოპოზიციაში რომ არიან, მაშინაც - რომელს უბრძოლია "ნაციონალურ მოძრაობაზე" უფრო მეტი, რომ ახლა ენა უბრუნდებოდეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ახსენებდეს," - აცხადებს ანა წითლიძე.

დღის ამბები