21 მარტი 2025,   06:34
ვრცლად
"ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ საკუთარ ეროვნულ ნაკრებს არ უგულშემატკივრებს და არ უსურვებს წარმატებას, ეს არის ზუსტად "ნაცობა" - არჩილ გორდულაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების მისამართით დაწყებულ ბულინგის მორიგ კამპანიას მმართველ გუნდში ეხმარებიან. არჩილ გორდულაძისთვის მსგავსი საქციელი მიუღებელია, რაც მისი შეფასებით "ნაცობის" კლასიკური მაგალითია.

"როდესაც ჩვენ ე.წ. რადიკალურ ოპოზიციასა და ნაც-კლასტერის წარმომადგენლებზე ვამბობთ, რომ ეს ადამიანები არიან უსამშობლოები, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობთ. ესეც არის კლასიკური მაგალითი, ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ საკუთარ ეროვნულ ნაკრებს არ უგულშემატკივრებს და არ უსურვებს წარმატებას, ეს არის ზუსტად "ნაცობა." "ნაცი" ვერასდროს ვერ იქნება ეროვნული ნაკრების მხარდამჭერი და ნებისმიერი ეროვნული საქმისა ჩვენს ქვეყანაში. გაჩუმდნენ და საბოლოოდ ნუ გადაიხაზებიან იმ საკუთარ ამომრჩევლებშიც კი, რომლებშიც დარწმუნებული ვარ ჩვენს ნაკრებს უდიდეს წარმატებას უსურვებენ," - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, ერევანში დაგეგმილ დაპირისპირებამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების მისამართით ბულინგის მორიგი კამპანია დაიწყო. აქტივისტების ნაწილი სოციალურ ქსელში სტატუსებს წერს და პოლიტიკური ნიშნით, ქართველ ფეხბურთელებს აკრიტიკებს.

დღის ამბები