21 მარტი 2025,   06:51
ვრცლად
განსაკუთრებული შეთავაზება მელომანებისთვის "Guns N" Roses-ისა" და "Empire Of The Sun-ის" ერთობლივ ბილეთებზე

 მელომანებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო სიახლეა! კიდევ უფრო ვარსკვლავური ზაფხულისთვის, „Starring Georgia“ ყველაზე ვარსკვლავურ „კომბოებს“ გთავაზობთ. „კომბო“ შეთავაზების ფარგლებში, „Guns N" Roses-ისა“ და „Empire Of The Sun-ის“ ბილეთებს, ერთობლივად, ფასდაკლებით შეიძენთ. შესაბამისად, Star Ring-ის კატეგორიის ორივე ბილეთში, 460 ლარის ნაცვლად, 340 ლარს გადაიხდით. ამით, „Starring Georgia-ს“ სურს, ხელი შეუწყოს მუსიკის მოყვარულებს, რომელთაც ორივე კონცერტზე დასწრება სურთ.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 30 მაისს საქართველოში საზაფხულო საკონცერტო სეზონი გრანდიოზულად გაიხსნება — ციცინათელას პარკში 40 000 მაყურებლის წინაშე ლეგენდარული „Guns N" Roses“ წარდგება. სანამ სცენაზე როკის ცოცხალი ლეგენდები გამოვლენ, ე.წ. საფორთ ბენდის რანგში, კონცერტს გახსნის „Rival Sons“, რომლის ჩამოყვანაც უშუალოდ „Guns N" Roses-ის“ მოთხოვნაა. ასეთი რამ საქართველოში პირველად ხდება. ასე რომ, მსმენელს 3 საათზე მეტი დროის განმავლობაში საშუალება ექნება, ისიამოვნოს ერთობლივად 2 კონცერტით და მიიღოს დაუვიწყარი გამოცდილება.

რაც შეეხება „Empire Of The Sun-ს“, პოპულარული ავსტრალიური ბენდის კონცერტს 27 აგვისტოს „Black Sea Arena-ს“ Front Stage უმნასპინძლებს. Luke Steele-სა და Nick Littlemore-ის მიერ შექმნილი დუეტი პირველად 2008 წელს სადებიუტო ალბომით — „Walking on a Dream“ — გამოჩნდა და მსმენელთა გულები მაშინვე დაიპყრო. კომპოზიციები: „Walking on a Dream“ და „We Are the People“ მათი წარმატების მხოლოდ საწყისი აღმოჩნდა; თეატრალური წარმოდგენებითა და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის საინტერესო შეზავებით, „Empire of the Sun“ აქტუალურობას დღემდე არ კარგავს.

შეიძინეთ ვარსკვლავური კომბო.

(R)

 

 

დღის ამბები