
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი საიას ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც განაცხადეს, რომ სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფარულობის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით მათი სარჩელი დაარეგისტრირა.
ვოლსკის თქმით, ამ სარჩელის არანაირი ლოგიკური საფუძველი არ არსებობს.
"სტრასბურგს რამდენჯერაც მიადგნენ, იმდენჯერ ფიასკო მიიღეს, ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში. სტრასბურგმა დაადასტურა, რომ სააკაშვილმა შექმნა წამების სისტემა, სტრასბურგი საერთოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსყიდულ სტრუქტურად გამოაცხადეს, ყველას გვახსოვს. ვფიქრობ, ეს ყურადღების მიქცევის ერთ-ერთი საშუალებაა, ვინაიდან იმ სარჩელის ლოგიკური საფუძველი არ არსებობს," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.