21 მარტი 2025,   06:51
ვრცლად
"ყველაფერზე მაღლა უნდა ვიდგეთ, ორივე თამაში უნდა ჩატარდეს კარგ ატმოსფეროში და ჩვენი წარმატებით დამთავრდეს" - ვეტერანი ფეხბურთელი ოთარ გაბელია ეროვნული ნაკრების წევრების ბულინგზე

ერევანში დაგეგმილ დაპირისპირებამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების მისამართით ბულინგის მორიგი კამპანია დაიწყო. აქტივისტების ნაწილი სოციალურ ქსელში სტატუსებს წერს და პოლიტიკური ნიშნით, ქართველ ფეხბურთელებს აკრიტიკებს.

ქომაგების და ვეტერანი ფეხბურთელების დიდი ნაწილისთვის ფეხბურთელების მიმართ ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია.

"ბიჭებს უნდა ვაცალოთ თამაში. ზედმეტი დატვირთვა არ სჭირდებათ, იმიტომ, რომ [კავკასიური] დერბია, მეზობლებს ვეთამაშებით. მშვიდობიანად უნდა ჩავიდნენ, ითამაშონ და ჩამოვიდნენ, აქაც მშვიდობიანად უნდა ითამაშონ, ეს არის ჩვენი მიზანი.

ყველაფერზე მაღლა უნდა ვიდგეთ, ორივე თამაში უნდა ჩატარდეს კარგ ატმოსფეროში და ჩვენი წარმატებით უნდა დამთავრდეს," - აცხადებს ვეტერანი ფეხბურთელი, ოთარ გაბელია.

დღის ამბები