
იაპონელი ინფლუენსერები საქართველოს სამთო კურორტებს გაეცნენ. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იაპონიიდან ჟურნალისტებს, ბლოგერებს, ფოტოგრაფებსა და მოთხილამურე ინფლუენსერებს უმასპინძლა.
პრესტურის მონაწილეები ესტუმრნენ ბახმაროს და სვანეთს.
"ბახმაროც და მესტიაც უნიკალური ადგილებია, ბახმაროში სახლებს შორის ვსრიალებდით, რაც არასდროს გაგვიკეთებია, იაპონიაში ძალიან კარგი და უხვი თოვლი მოდის, მაგრამ ბახმაროს ვერაფერი შეედრება, სუპერ უნიკალურია, სვანეთში ვეწვიეთ დიდ სამთო კურორტს, რომელიც ძალიან მოგვეწონა, ჩვენ გავეცანით ქართულ კულტურას, სამზარეულოს. საქართველო ძალიან გამორჩეულია ჩვენთვის," - განაცხადა ტურის მონაწილე ტაკაჰირო იამამ.