20 მარტი 2025,   09:16
ვრცლად
"ხედავენ, რომ გენერალური ბრძოლა წაგებულია და ახლა ოპოზიციურ ველზე პირველობისთვის იბრძვიან" - ირაკლი ქადაგიშვილი

"ხედავენ, რომ გენერალური ბრძოლა წაგებულია და ახლა არის ოპოზიციურ ველზე პირველობისთვის ბრძოლა," - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არ დაუშვებს, რომ სალომე ზურაბიშვილის "ყულაბაში" გადავიდეს მათი ხმები.

"გარედან კარნახით რომ არიან, ამას ხომ არ სჭირდება შეთქმულების თეორია? ჩვენ ყველამ ვუყურეთ, რომ უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, მაღალი დონის პარლამენტარები წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდნენ ოპოზიციის სასარგებლოდ. შიდა კონკურენცია არსად არ ქრება, ანუ შიდა ბრძოლა პირველობისათვის არ ქრება. დარწმუნებული ვარ, ეს სააკაშვილის მხრიდან წამოსული მესიჯია, რომ რატომ გადააბაროს "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი ხმები და ამომრჩეველი სალომე ზურაბიშვილს? აბსოლუტურად ლოგიკური აზრია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს შეიძლება გაუჩნდეს. ხედავენ, რომ გენერალური ბრძოლა წაგებულია და ახლა არის ოპოზიციურ ველზე პირველობისთვის ბრძოლა. ახლა უნდა სალომე ზურაბიშვილის ყულაბაში გადავიდეს "ნაციონალური მოძრაობის" ხმები. რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობა" ამას არ დაუშვებს. იმიტომ, რომ იცის, იქ იმ მაგიდასთან მას მეორეხარისხოვანი როლი ექნება", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები