
"600 ათასს რომ იხდის, რატომ იხდის? ვინც იქნება ამ ფულის ბენეფიციარი, ის გააგრძელებს "მეგობარი აქტის" მსგავსი პოლიტიკის გატარებას. ამას ემსახურება ეს 600 ათასი, მეტს კი არაფერს", - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ლობისტურ საქმიანობაში 600 000 დოლარის გადახდას ეხმაურება.
საუბარია ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის ყოფილმა წევრმა, ნიკა გილაურმა შტატებში ლობისტური კომპანია დაიქირავა.
"600 ათასს რომ იხდის, რატომ იხდის? ვინც იქნება ამ ფულის ბენეფიციარი, ის გააგრძელებს "მეგობარი აქტის" მსგავსი პოლიტიკის გატარებას. ამას ემსახურება ეს 600 ათასი, მეტს კი არაფერს.
მუდმივად ცოცხალი ფულის გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობს. ეს 600 ათასი დოლარიც, რომელიც 6 თვეში უნდა დაიხარჯოს, ემსახურება იმას, რომ "მეგობრული" აქტები, საქართველოს წინააღმდეგ. ამერიკაში იქაური ოპოზიციაც იქოქება ტრამპის წინააღმდეგ, ამიტომ, აქედან ფული უნდა მივაშველოთ. იქიდანაც არის შემოთვლილი, რომ გადაიხადეთ და ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ, ის ძალები, ვინც ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ არიან," - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული "ფარას" დოკუმენტით ირკვევა, რომ ნიკა გილაურის "რეფორმატიკსმა" ამერიკაში ლობისტური კომპანია "კონტინენტალ სტრათეჯი" დაიქირავა. გილაური "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის კიდევ ერთი ყოფილი წევრია, რომელიც შტატებში მილიონობით ლარს ლობისტურ მომსახურებაში ხარჯავს.