
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს დაადასტურა, რომ ქვეყანამ კიდევ რამდენიმე F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი მიიღო, თუმცა რა რაოდენობაზეა საუბარი და რომელი ქვეყნიდან - აღარ დაუკონკრეტებია.
აქვე, ზელენსკიმ უარყო რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სუმის ოლქში F-16-ის ჩამოგდების შესახებ.
პარალელურად, უკრაინა კვლავ ინტენსიურად იბომბება. მასობრივი შეტევა იყო ღამით ქალაქ კროპივნიცკიზე. ინფორმაციას უკრაინული მედია კიროვოგრადის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოკუპანტებმა ქალაქს 20-ზე მეტი დრონით შეუტიეს. განადგურებულია მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, მრავალსართულიანი შენობები. არიან დაშვებულები - მათ შორის, ერთი ბავშვია. იერიშის შედეგად დაზიანდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც.