
კომპანია EasyJet იძიებს ინციდენტს, რომლის დროსაც მფრინავმა, როგორც ცნობილია ძალიან ახლოს ჩაუფრინა მთას, რამაც ავარიული სიგნალიზაციის ჩართვა გამოიწვია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კომპანიამ, გამოძიების დასრულებამდე პილოტს ლიცენზია შეუჩერა. შემთხვევა 2 ტებერვალს მოხდა.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც თვითმფრინავი დიდ ბრიტანეთიდან, მანჩესტერიდან ეგვიპტეში, კურორტ ჰურგადასკენ მიფრინავდა.
მედიის ცნობით, შემთვევის დროს თვითმფრინავში 190-მე მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. სიგნალიზაციის ცართვის შემდეგ, პილოტმა თვითმფრინავის გასწორება და წარმატებით დაშვება შეძლო.