
პაკისტანში, შეიარაღებულმა პირებმა მატარებელში 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
შეიარაღებულმა დაჯგუფება იმუქრება, რომ სიკვდილით დასჯის ყველა მძევალს, რომელიც მას პატიმრობაში ჰყავს, თუ პაკისტანის ხელისუფლება შეეცდება ჩარევას.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, ბელუჯისტანის გამათავისუფლებელმა არმიამ (Balochistan Liberation Army) აიღო.
პასუხისმგებლობის აღების შესახებ განცხადებაში დაჯგუფებამ მძევლების აყვანა დაადასტურა და ადგილობრივი ხელისუფლება გააფრთხილა, რომ მათი გათავისუფლების მცდელობას შესაბამისი შედეგები მოჰყვება. მათი თქმით, დაშავებულია მატარებლის მემანქანე.
ბელუჯისტანის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის, შაჰინ რინდის თქმით, პროვინციაში საგანგებო მდგომარეობაა შემოღებული, ადგილზე ასევე გაგზავნილია უშიშროების ძალები.