
უკრაინული მხარის განცხადებით, მზად არიან მიიღონ აშშ-ის შეთავაზება ცეცხლის 30 დღიანი შეწყვეტის შესახებ, აშშ-ი დაუყონებლივ განაახლებს სადაზრვერვო ინფორმაციის უკრაინისთვის გაზიარებას - ამის შესახებ საუდის არაბეთში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ უკრაინა-აშშ-ის დელეგაციების განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, დღეს ჯიდაში გამართულ შეხვეედრაზე შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის აღსადგენად.
შეთანხმდნენ, რომ დროა დაიწყოს პროცესი ხანგრძლივი მშვიდობისათის. უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინელი ხალხის მადლიერება პრეზიდენტ ტრამპის, აშშ-ის კონგრესისა და შეერთებული შტატების ხალხის მიმართ.
"უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა მიიღოს აშშ-ის წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით", რუსეთის მხრიდან ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შეთანხმებაზე პასუხი ამ ეტაპზე ოფიციალურად ცნობილი არ არის.
შეერთებული შტატები, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატორი და მთავარი წარმმართველია, რუსეთს აცნობებს, რომ ურთიერთგაგება მშვიდობის მიღწევის მთავარი გასაღებია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც საუდის არაბეთში რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ გახდა ცნობილი - შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებას.
დელეგაციებმა ასევე განიხილეს ჰუმანიტარული დახმარების ძალისხმევის მნიშვნელობა, როგორც სამშვიდობო პროცესის ნაწილი, განსაკუთრებით ზემოაღნიშნული ცეცხლის შეწყვეტის დროს, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა, მშვიდობიანი დაკავებულების გათავისუფლება და იძულებით გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების დაბრუნება.
ორივე დელეგაცია შეთანხმდა, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები გრძელვადიანი მშვიდობისაკენ, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას. შეერთებული შტატები განიხილავს კონკრეტულ წინადადებებს რუსეთის წარმომადგენლებთან. უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სამშვიდობო პროცესში ევროპელი პარტნიორები ჩაერთვებიან.
და ბოლოს, ორივე ქვეყნის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ რაც შეიძლება მალე დადებენ ყოვლისმომცველ შეთანხმებას უკრაინის კრიტიკული მინერალური რესურსების განვითარების შესახებ უკრაინის ეკონომიკის გაფართოებისთვის, ამერიკული დახმარების ხარჯების კომპენსაციისთვის და უკრაინის გრძელვადიანი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გარანტირებისთვის.