12 მარტი 2025,   11:34
ვრცლად
"ვერცერთი პარტია გაბედავს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, სანამ პროტესტის დაკვეთა არის ხელახალი არჩევნები, ასე რომ, არა, არ ვაპირებთ" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ფედერალისტები" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. პარტიის ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, საზოგადოების დაკვეთა ხელახალი არჩევნებია, ამიტომ ვერცერთი პარტია არჩევნებში მონაწილეობას ვერ გაბედავს.

"ეს კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაში დგას, არ არის პოლიტიკური პარტიების შექმნილი - ეს არის ქართველი ხალხის შექმნილი, საპროტესტო ელექტორატის შექმნილი, მათი დაკვეთა არის ხელახალი არჩევნები და ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ გაბედავს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, სანამ პროტესტის დაკვეთა არის ხელახალი არჩევნები. ასე რომ, არა, არ ვაპირებთ," - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

დღის ამბები