
ცნობილი თურქი ბლოგერი 24 წლის ასაკში ჯანმრთელობის გაუარესების გამო გარდაიცვალა. ის მუკბანგის ვიდეოების გადაღებით იყო ცნობილი, რაც პირდაპირ ეთერში დიდი რაოდენობით საკვების მიღებას გულისხმობს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
ჭარბი წონის პრობლემის გამო, 24 წლის ბლოგერი ბოლო 3 თვის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა. წონის გამო მას გადაადგილება აღარ შეეძლო და აპარატის გარეშე სუნთქვა უჭირდა. ბლოგერი 7 მარტს, სახლში გარდაიცვალა.
მუკბანგი პირდაპირი მაუწყებლობის ტიპია, რომელშიც კონტენტის შემქმნელი მოიხმარს სხვადასხვა რაოდენობით საკვებს აუდიტორიასთან ურთიერთობის დროს. მუკბანგი გლობალურ ტენდენციად 2010 წელს გახდა. მას უკვე არაერთი ბლოგერი შეეწირა.