12 მარტი 2025,   11:12
ვრცლად
Air India-ს თვითმფრინავს 12-დან 8 საპირფარეშო გაეჭედა და იძულებული გახდა აეროპორტში დაბრუნებულიყო

Air India-ს თვითმფრინავი, რომელიც ჩიკაგოდან დელიში მიფრინავდა ფრენის დაწყებიდან 1 საათსა და 45 წუთში იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო. თვითმფრინავის მოტრიალების მიზეზი ტექნიკური პრობლემა გახდა. ინფორმაციას nbc chicago ავრცელებს.

მედიის ცნობით, ფრენის დროს, თვითმფრინავის 12 საპირფარეშოდან 8 გაიჭედა, რის გამოც ხომალდის კაპიტანმა ჩიკაგოს აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

Air India-ს განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ უნიტაზებში, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთები იყო ჩარეცხილი, რამაც სანტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვია.

"გვსურს დავადასტუროთ, რომ ინციდენტის გამოძიების ფარგლებში, ჩვენმა გუნდმა იპოვა პოლიეთილენის პარკები, და ტანსაცმელი, რომლებიც ჩარეცხილი იყო და მილებში გაიჭედა. ამის გამო საპირფარეშოები გამოუსადეგარი გახდა“, - განაცხადა Air India-ს წარმომადგენელმა.

ავიაკომპანიის განცხადებით, "მარშრუტის შეცვლის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ მგზავრების კომფორტისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“.

დღის ამბები