12 მარტი 2025,   23:07
ვრცლად
ბრიტანეთის სანაპიროსთან მომხდარი შეჯახების გამო გემის კაპიტანი დააკავეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა

დიდ ბრიტანეთში, იორკშირის სანაპიროსთან სატვირთო გემების შეჯახების შემდეგ, საკონტეინერო ხომალდ MV Solong-ის კაპიტანი დააკავეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავმა საკონტეინერო ხომალდმა Solong-მა ბრიტანეთის სანაპიროსთან გაჩერებულ ნავთობმზიდ ტანკერ Stena Immaculate-სს დაარტყა, რომელსაც აშშ-ის არმიისთვის ავია საწვავი გადაჰქონდა. შეჯახების შედეგად ორივე გემს ცეცხლი გაუჩნდა, რამაც ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე შექმნა.

ბრიტანეთის პოლიციამ ავარიის ფაქტზე სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება დაიწყო და 59 წლის მამაკაცი, გაუფრთხილებლობის გამო ადამიანის გარდაცვალების ბრალდებით დააკავა. 

გემის მფლობელი კომპანია Ernst Russ-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ დაკავებული მამაკაცი გემის კაპიტანია და მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს. წარმომადგენლის განმარტბეით, გემის ეკიპაჟის სხვა წევრები რუსეთის და ფილიპინების მოქალაქეები არიან.

დღის ამბები